თეგი: ქიმიური იარაღი

თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაციასაც მიმართოს და ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების „საბაბი“ შექმნას. „ახლა, როდესაც რუსეთმა გამოთქვა ეს ცრუ პრეტენზიები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ჩვენ ყველამ თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში, ან შექმნას „ცრუ დროშის“ ოპერაცია მათი გამოყენებით”, - აცხადებს ჯენ ფსაკი.  

ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ რუსეთი „მძიმე ფასს" გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. CNN-ს ცნობით, შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ 10 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ჯო ბაიდენმა დაამატა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს „თითქმის ყოველდღიურად" ესაუბრება. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ერთად იმოქმედონ კრემლის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის სახმელეთო ჯარებს უკრაინაში. „თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას რუსული ძალებისგან თავის დასაცავად იარაღი აქვს. ჩვენ გავაგზავნით ფულს და საკვებს უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. თუ უკრაინელი ლტოლვილები ჩვენსკენ იქნებიან მომავალნი, მათ ხელგაშლილი მივესალმებით”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს

უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება, აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. BBC-სთან საუბრისას ანდჟეი დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. დუდამ აქვე დაამატა, რომ ყველას იმედი აქვს, პუტინი ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. „თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია, ახლა ყველაფერი გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „პოლიტიკური თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით კი, ის ვერ მოიგებს მას“. „მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის წესების შეცვლა მთლიანობაში“... „რა თქმა უნდა, [Nato]... უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან ასეთ შემთხვევაში [ქიუმიური იარაღის გამოყენების] საშიში ვითარება იქმნება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ტყუილების სია გრძელია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს.   რუსეთის ტყუილების სია გრძელია. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, მაგრამ ეს გააკეთეს. აცხადებდნენ, რომ ჯარები გაჰყავდათ, მაგრამ მათი რაოდენობა გაზარდეს. აცხადებენ, რომ იცავენ მოქალაქეებს, მაგრამ ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა ისინი აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შეიძლება, მოაწყოს „ცრუ დროშის ოპერაცია“, შესაძლოა, ქიმიური იარაღით. უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. იცავენ თავიანთ სახლებს, მათ მომავალს და ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი. შეგახსენებთ, NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური აგენტების შესაძლო გამოყენებაზე, აშშ სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა

შეერთებული შტატები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს. ბლინკენმა დააკონკრეტა, რომ გულისხმობს ცრემლმდენი გაზის და ქიმიური იაგენტების ნაერთს, რომლებიც უფრო ძლიერ სიმპტომებს იწვევენ, რათა შეასუსტონ და გაანადგურონ უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც მარიუპოლის აღების აგრესიული კამპანიის ნაწილი“. „ეს არის რეალური შეშფოთება, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყებამდე გვქონდა. ვფიქრობ, მე მივუთითე შესაძლებლობის შესახებ, რომ ამ ტიპის იარაღი გამოიყენებოდა და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან, ძალიან კონცენტრირებულები ვართ“, - დაამატა ამერიკელმა დიპლომატმა. იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში. „ჩვენ პირდაპირი საუბრები გვქონდა უკრაინელ პარტნიორებთან, რადგან ისინი აგროვებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა პრაისმა CNN-ის ცნობით. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში გარკვეული სახის ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. 12 აპრილს, მარიუპოლის ოლქის მერის მოადგილემ დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის მიერ ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მუშაობენ დეტალების გადამოწმებაზე. CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში რაიმე სახის ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ამავე თემაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება

მარიუპოლის მერის მოადგილე რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ადასტურებს

მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დაადასტურა. „ჩვენ ვერ მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ გვაქვს დადასტურებული ცნობა სამხედროებისგან, რომ ეს მოხდა“, - განაცხადა ორლოვმა BBC-სთან. უკრაინული მედიის ცნობოთ, 11 აპრილის საღამოს, აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება. დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი. უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება. მოგვიანებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ დეტალების გადასამოწმებლად. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს. იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში.  

Politico: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია. ოფიციალური პირები არ თვლიან, რომ არსებობს გარდაუვალი საფრთხე, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მოსკოვს შეუძლია, გამოიყენოს იარაღი, თუ იგი გააგრძელებს პოზიციების დაკარგვას უკრაინაში. მათ შორის არის იარაღი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირებენ. ამის შესახებ გამოცემა Politico ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. Politico-ს ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რაც დასავლეთს გაურთულებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პენტაგონის ოფიციალური პირები გამოცემასთან აცხადებენ, რომ აშშ ფლობს სადაზვერვო მონაცემებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება გარდაუვალია. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შენელდება და ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას. პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“

უკრაინამ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების 465 შემთხვევა აღრიცხა

გასული წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსეთის მიერ მომწამვლელ ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების 465 შემთხვევა დააფიქსირა. გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსული ძალები აძლიერებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, 81 შემთხვევა მხოლოდ დეკემბერში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ყველაზე ხშირად იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR და Drofa-PM. ასევე ხორციელდება საარტილერიო დაბომბვა ქიმიურად საშიში ნივთიერებების გამოყენებით. უკრაინის სამხედროებმა 14 დეკემბერს დააფიქსირეს რუსეთის მიერ ახალი ტიპის სპეციალური RG-VO გაზის ყუმბარის გამოყენება, რომელიც უცნობ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. რუსეთის საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა ახლახან დაადასტურა, რომ ისინი იყენებენ აკრძალულ ქიმიურ იარაღს სოფელ კრინკიში, რომელიც ხერსონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.